GEM FEST-ის საორგანიზაციო ჯგუფი პარლამენტს მთავრობასთან შუამდგომლობის მოთხოვნით მიმართავს.
როგორც BM.ge-ისთვის გახდა ცნობილი, GEM FEST-ის მენჯემენტმა მიმართვა პარლამენტს უკვე გაუგზავნა.
„ქალბატონებო და ბატონებო, გთხოვთ გაეცნოთ პეტიციის ტექსტს, რომელიც ვრცელდება სხვადასხვა ინტერნეტ პლატფორმის საშუალებით და გვიშუამდგომლოთ საქართველოს მთავობასთან, რათა გადმოგვეცეს ამა წლის 9-12 აგვისტოს,ანაკლია-განმუხურის საკურორტო ზონა პირდაპირი იჯარით სარგებლობის უფლებით, სადაც 2015 წლიდან ვატარებთ ქართულ ელექტრონული მუსიკის ფესტივალს „ GEM FEST”“, - ნათქვამია GEM FEST-ის მენჯემენტის პარლამენტისადმი მიმართვაში.
GEM FEST-ის საორგანიზაციო ჯგუფის მიმართვის ტექსტი როგორც პარლამენტის თვამჯდომარე ირაკლი კობახიძეს, ისე ვიცე-სპიკერებს და ასევე ოპიზიციური პარტიის წარმომადგენლებს გადაეგზავნა.
როგორც მიმართვის ტექსტშია აღნიშნული, “GEM Fest” ნიშნავს რეგიონის ტურისტული პოტენციალის ზრდას და ანაკლიის გარდაქმნას საერთაშორისო მნიშვნელობის კურორტად; ორგანიზატორების ინფორმაციით, “GEM Fest” 2015-2017-ზე ანაკლია-განმუხურში ვიზიტორთა მხრიდან 30 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა. მისივე ცნობით, “GEM Fest” 2015-2017 -ზე, ჯამში, 350000 მდე ადამიანი იყო დასაქმებული.