მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"გემოვანი" რამდენიმე სახეობის ქართულ ტრადიციულ პროდუქტს დაამზადებს

5b36411b0245e
მაია ბიწაძე
29.06.18 18:23
826
კომპანია "გემოვანი" მომავალი წლიდან ბაზარზე რამდენიმე სახეობის ქართული ტრადიციული ნაწარმით წარდგება. კერძოდ, კომპანია ნატურალური რძის, თხის ყველისა და ღორის ხორც-პროდუქტების წარმოებას გეგმავს, - ამის შესახებ Bm.ge-ს კომპანიის დამფუძნებელმა, ოთარ ნაჭყებიამ განუცხადა. მისი განმარტებით, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში რამდენიმე საწარმოს გააკეთებენ, სადაც აღნიშნული პროდუქტები დამზადდება.

როგორც ნაჭყებია აცხადებს, რძის საწარმო წალკაში განთავსდება, სადაც ნატურალურ ბალახზე და სუფთა გარემოში გაზრდილი ძროხებისგან რძეს მიიღებენ და სარეალიზაციოდ სასაქონლო სახეს მისცემენ. გურიაში სოფელ შემოქმედში ყველის საწარმოს ააშენებენ, სადაც ქართული ტრადიციული წესით თხის ყველს დაამზადებენ. კახეთში კი კახური ჯიშის ღორს გაზრდიან და ღორის ხორცის აპოხტს დაამზადებენ, რაც ხორცის გამოშრობით მიიღება. სამივე პროდუქტი ბაზარზე 2019 წლის დასაწყისში, "გემოვანის" ნიშნით , სხვადასხვა ბრენდის ქვეშ გაიყიდება.

"უკვე დავასრულეთ პროექტების პირველი ეტაპი, კერძოდ, მოვამრავლეთ ძროხები, თხები და ღორები. ამჟამად საწარმოების პროექტირების პროცესში ვართ“ - განაცხადა ოთარ ნაჭყებიამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები