მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გერმანიის ელჩმა პროექტი "გერმანული ენის თვე" გახსნა

5b0160dbb6364
თელარა გელანტია
20.05.18 19:00
884
გერმანიის ელჩმა ჰაიკე ფაიჩმა, ავსტრიის რესპუბლიკის ელჩმა არად ბენკომ და შვეიცარიის კონფედერაციის ელჩმა ლუკას ბეგლინგერმა მე-6 საავტორო სკოლაში ყოველწლიური პროექტი - „გერმანული ენის თვე“ ოფიციალურად გახსნეს.

როგორც BM.ge-ის საქართველოში გერმანიის საელჩოდან აცნობეს, გერმანიის, ავსტრიისა და შვეიცარიის საელჩოების ორგანიზებით, 15 მაისიდან 17 ივნისამდე წელს უკვე მეექვსედ იმართება „გერმანული ენის თვე“ სლოგანით - „სამი ქვეყანა ერთი ენა“.

„დაგეგმილ მრავალ სხვადასხვა ღონისძიების დროს დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ექნებათ გაეცნონ ამ სამი ქვეყნის ენასა და კულტურას. საქართველოს სხვადასხვა ქალაქში, მათ შორის თბილისის გარდა თელავში, გორში, ბოლნისში, ზესტაფონსა და ქუთაისში სხვადასხვა ღონისძიება გაიმართება, რომლის მიზანია ინტერესის გაღვივება გერმანული ენისა და გერმანულენოვანი ქვეყნების მდიდარი კულტურისადმი“, - აცხადებენ საელჩოში.


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები