გიორგი გახარია: "სამართალდამცავები ისეთ ღონისძიებებს იღებენ, რაც საჭიროა"
შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, სამართალდამცავები ისეთ ღონისძიებებს იღებენ, რაც საჭიროა, რომ ინაუგურაციის ღონისძიებამ წყნარ და მშვიდ გარემოში ჩაიაროს.
ამის შესახებ გახარიამ ჟურნალისტებს თელავში განუცხადა.
„დღეს არის მნიშვნელოვანი დღე, საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაცია. სამართალდამცავები ისეთ ღონისძიებებს იღებენ, რაც საჭიროა, რომ ამ ღონისძიებამ, ამ ზეიმმა წყნარ და მშვიდ გარემოში ჩაიაროს. ყველას, ვინც მოწვეულია ღინისძიებაზე, საშუალება ექნება, დაესწროს ღონისძიებას მშვიდ გარემოში. რაც შეეხება ადგილობრივებს, მათთვისაც ეს ტერიტორია იქნება ღია“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
რიგით მეხუთე პრეზიდენტის ინაუგურაცია 15:00 საათზე დაიწყება.
გაერთიანებული ოპოზიცია ინაუგურაციის გასაპროტესტებლად თელავში მიდიოდა, მაგრამ მათ პოლიციამ გადაადგილების საშუალება არ მისცა.
საფონდო ბირჟები