გიორგი სიგუამ ელექტრონულ ფესტივალ GEMFEST-ის ჩასატარებლად ანაკლიაში მიწა იჯარით აიღო.
როგორც სიგუამ bm.ge-ის განუცხდა, მას შემდეგ, რაც ეკონომიკის სამინისტროს სახელმწიფო ქონების სააგენტოსგან ანაკლიაში მიწის იჯარით გადაცემაზე უარი მიიღო, მან ფესტივალის ჩასატარებლად საჭირო ტერიტორია ადგილობრივისგან აიღო იჯარით.
'ადგილობრივი ანატოლი გვარამიასგან ერთი თვით ავიღე 4 ჰა მიწის ფართობი, თან სიმბოლურ ფასად - 1 ლარად. ეს არის კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ ანაკლიელები ძალიან კარგად აცნობიერებენ GEMFEST-ის სოციალურ-ეკონომიკურ მნიშვნელობას რეგიონისთვის, განსხვავებით მთავრობისგან, რომელმაც მიწა არ მოგვცა', - განაცხადა სიგუამ.