"ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო (GITA) არაკომპეტენტური მმართველობის ქვეშ აღმოჩნდა", - ამის შესახებ „საქმიანი დილის“ ეთერში STYX TMS - ის დამფუძნებელმა ლაშა გორგიშიძემ განაცხადა. მისი თქმით, წინა მენეჯმენტის საქმიანობა უარყოფითად ფასდება.
„აბსოლუტურად არაკომპეტენტური მმართველობის ქვეშ აღმოჩნდა ტექნოპარკი და არ არსებობს ადმაიანი ვისაც ამ უწყებასთან შეხება ჰქონია და მის წინა მენეჯმენტს უარყოფითად არ შეაფასებს. ვიმედოვნებთ რომ ამჯერად დავინახავთ უფრო მეტს.
სტარტაპებთან დაკავშირებით ნებისმიერი გადაწყვეტილება რომელიც შეიძლება ეკონომიკას წაადგეს, თანაბრად წაადგება სტარტაპებსაც.
საინტერესო ფრაზა თქვა მომავალმა პრემიერმა, -„ბაზარი თვითონ დაარეგულირებს“, - ეს ძალიან დამაიმედებიელია და იმედია რომ ამ მიდგომას დანერგავენ.
Angel ინვესტორების პრობლემა ჩვენ ქვეყანაში მძიმედ დგას, რადგან ვერავინ იღებს ქვეყანაში იმ რისკებს თავის თავზე, რაც სტარტაპებს უკავშირდება.
მნიშვნელოვანია ის მხარდაჭერა რასაც სახელმწიფო ამისთვის ახორციელებს, ასე რომ თავისთავად ის ფაქტი რომ სახელმწიფო მონაწილეობს ამ სექტორის განვითარებაში უკვე არის კარგი სტიმული“, - ამბობს ლაშა გორგიშიძე.