გავრცელებული ინფორმაციით, ტოპ-მენეჯერებმა დირექტორთა საბჭოსგან უკვე მიიღეს ყველაზე დაბალპროდუქტიული თანამშრომლების იდენტიფიცირების ბრძანება, რათა წლის ბოლომდე გასათავისუფლებელ თანამშრომელთა სია შედგეს, იანვრიდან კი ბანკი საქმიანობას ახალი შემადგენლობით შეუდგეს.
თანამშრომლების დათხოვნის მიზანი კომპანიის ხარჯების შემცირებაა. Goldman-ის გენერალური დირექტორის, დეივიდ სოლომონის განმარტებით, 2023 წელს აშშ-სა და ევროკავშირს წინ მძიმე ეკონომიკური გამოწვევები და რეცესია ელოდება, ამიტომაც მნიშვნელოვანია, რომ კომპანიებმა ხარჯები მაქსიმალურად შეამცირონ და თავი აარიდონ ზარალზე გასვლას.
1869 წელს ნიუ-იორკში დაფუძნებული Goldman Sachs-ი მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული საინვესტიციო ბანკია, ის 1.5 ტრილიონი დოლარის აქტივებს აკონტროლებს და ამჟამად მისი საბაზრო კაპიტალიზაცია 117 მილიარდ დოლარს შეადგენს.
აღსანიშნავია, რომ თანამშრომლების დათხოვნის სიახლე ინვესტორებმა და ტრეიდერებმა ნეგატიურად მიიღეს, ერთკვირიან ჭრილში საფონდო ბირჟაზე ბანკის აქციების ღირებულება 3.5%-ით შემცირდა.
"საქართველოს ბანკის" მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Berskhire Hathaway, Meta, Twitter და სხვა. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.