მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Google-მა Anthropic-ში დამატებით $1 მილიარდი ჩადო

Google
სტატიაში საუბარია:

მსოფლიოს უდიდესი კომპანიები 21-ე საუკუნის უმთავრესი ტექნოლოგიის, ხელოვნური ინტელექტის განვითარებას აგრძელებენ.

გავლენიანი ბრიტანული გამოცემის, Financial Times-ის ინფორმაციით, ამერიკულმა AI-სტარტაპ Anthropic-მა, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული დიდ ენობრივ მოდელის, Claude-ის შემქმნელია, მორიგი საინვესტიციო რაუნდი გაამართლა, რომლის ფარგლებში Google-ისგან დამატებით $1 მილიარდი მოიზიდა.

ამგვარად, ამ დროისთვის, Google-ი Anthropic-ის 10%-იან წილს ფლობს, რაც ჯამში $3 მილიარდი დაუჯდა. ამასთან, კომპანიებს შორის დიდი კონტრაქტიცაა გაფორმებული, რომელიც Google-ის ქლაუდ-ინფრასტრუქტურის გამოყენებას გულისხმობს.

Anthropic-ი, რომლის ინვესტორებს შორის Google-ის გარდა Amazon-საც ვხვდებით, ChatGPT-ის შემქმნელი კომპანიის, OpenAI-ის ყოფილმა თანამშრომლებმა დააფუძნეს. მას შემდეგ, კომპანია აქტიურად ვითარდება და გასულ წელს $1 მილიარდის შემოსავალი მიიღო, რომლის უდიდესი ნაწილი, კორპორაციულმა გაყიდვებმა შეადგინა. გასული წლის ნოემბერში Anthropic-ში ახალი ინვესტიცია Amazon-მაც დააანონსა, რითაც ჯეფ ბეზოსის ტექნოლოგიური კომპანიის ჯამურმა ინვესტიციამ $8 მილიარდი შეადგინა. მიუხედავად ამისა, Amazon-ი კომპანიის მინორიტარ ინვესტორად რჩება და სამეთვალყურეო საბჭოში ადგილი არ აქვს.

გენერაციული ხელოვნური ინტელექტის ბაზარი, რომელზედაც რამდენიმე ძირითადი მოთამაშე, მათ შორის OpenAI, Google-ი, Microsoft-ი, Amazon-ი და META დომინირებენ, ექსპერტთა მოლოდინით, დეკადის ბოლოსთვის, $1-ტრილიონამდე გაიზრდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები