გორანა შეპერდი: თბილისი სწორი მიმართულებით ვითარდება
ელენე ჩომახიძე
09.06.18 14:15
• 1359
არქიტექტურისა და ურბანული დიზაინის ბრიტანული კომპანია Pilbrow & Partners-ის ურბანული განვითარების ხელმძღვანელის გორანა შეპერდის განცხადებით, თბილისი რეგიონის სხვა ქვეყნების ქალაქებთან შედარებით, ურბანული თვალსაზრისით სანიმუშოდ ვითარდება.
"მიუხედავად იმისა, რომ თბილისის მოსახლეობის უმეტესობის აზრით ქალაქში ბევრი ქაოტური და დაურეგულირებელი მშენებლობაა, მე მაინც ვფიქრობ, რომ ქალაქი სწორი მიმართულებით ვითარდება", - განმარტავს შეპარდი.
ბრიტანელი სპეციალისტის აზრით, თბილისი დაგეგმილად ვითარდება, რაც ინვესტორებისთვის საქმიანობის დასაგეგმად პროგნოზირების საშუალებას იძლევა.
კომპანია Pilbrow&Partners-ის წარმომადგენლების თბილისში ვიზიტის ერთ-ერთი მიზანი თბილისის მთავრობის წარმომადგენლებთან შეხვედრა და მათთვის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმასთან დაკავშირებით გარკვეული კონსულტაციების გაწევა იყო.
გარდა ამისა, BM.GE-სთვის ცნობილი გახდა, რომ აღნიშნული კომპანია მერიას თბილისში ერთ-ერთი სარეკრეაციო ზონის დაგეგმარებისა და მის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოსაყვანად კონსულტაციებს გაუწევს.