მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"გთავაზობთ, რომ ერთად გავიდეთ ბრძოლის ველზე"

5af72845095df
BM.GE
12.05.18 21:44
1421
გთავაზობთ, რომ ერთად გავიდეთ ბრძოლის ველზე,- ასე პასუხობს თბილისის მერი კახი კალაძე რუსთაველის გამზირზე შეკრებილ ახალგაზრდებს, რომლებიც გუშინ თბილისის კლუბებში ჩატარებულ სპეცოპერაციას აპროტესტებენ.

"მე არავის ვთავაზობ შესარიგებელ მატჩს, გთავაზობთ ყველას, ჩემო დებო და ძმებო, ჩემო მეგობრებო, მე ვიცი, რომ ჩემდამი ამ ადამიანებს გააჩნიათ გარკვეული პატივისცემა, რასაც მე ვაფასებ, მე გთავაზობთ ერთად გავიდეთ ბრძოლის ველზე და ერთად ვებრძოლოთ ნარკოტრეფიკს, შესაბამის სამსახურებთან ერთად. ერთად ვებრძოლოთ ნარკორეალიზატორებს. ეს ყველაფერი სერიოზულად ურტყამს კლუბურ მუსიკას, ახალგაზრდებს, ჩვენ გვიკვდება შვილები, ძმები, დები, თანამოქალაქეები. მე დარწმუნებული ვარ, რომ ის ახალგაზრდები, რომლებიც პარლამენტთან არიან გამოსული და მართავენ აქციას, გვერდით დაგვიდგება თითოეული მათგანი და ჩვენ ერთად შევძლებთ დავამარცხოთ ნარკოტრეფიკი.

გუნდში ამ მიმართულებით დაწყებულია მუშაობა და ყველა ვთანხმდებით, რომ არსებული ნარკოპოლიტიკა არ არის მისაღები. ეს არის სერიოზული პრობლემა, რომელიც ყველას გვიქმნის პრობლემას ქვეყანაში. თუ მათ სურთ, ნახონ როგორი მოსაზრება გვაქვს ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით, მობრძანდნენ, დასხდნენ ჩვენთან ერთად მოისმინონ ჩვენი ხედვა. ჩვენი კარი არის მუდმივად ღია",- აცახდებს კალაძე.

რაც შეეხება შეკითხვას, რამდენად სწორი იყო კლუბში შეჭრა, კალაძე პასუხობს: "ეს შეიძლება პოლემიკის საგანი იყოს, თუ როგორი ფორმით უნდა ყოფილიყო".

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები