მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"გუნდის განახლება საშუალებას მოგვცემს, რომ მეტად ეფექტურები ვიყოთ"

5b21520a83d11
BM.GE
13.06.18 21:18
743
გიორგი კვირიკაშვილის შემცვლელზე უმრავლესობა ხვალ იმსჯელებს. კახა კალაძის განცხადებით, გიორგი კვირიკაშვილის პრემიერობა იყო დადებითი, თუმცა კვლავ რჩება არაერთი გამოწვევა.

"გუშინ იყო მსჯელობა ზოგადად არსებულ ვითარებაზე. შეხვედრაში მონაწილეობდა საპარლამენტო უმრავლესობა, ასევე პარტიის თავმჯდომარე, მანაც თავისი მოსაზრებები დააფიქსირა და მიუთითა იმ პრობლემებზე, რომელიც ჩვენ მიგვაჩნია, რომ დღეს პრობლემაა საქართველოში. ეს არის გადაწყეტილებების ეფექტურობა და კოორდინაცია.
რაც შეეხება გიორგის მოღვაწეობა, რა თქმა უნდა ბევრი დადებითი იყო, თუმცა არის ბევრი გამოწვევები. გუნდის განახლებას რაც შეეხება, ახალი სისხლი კიდევ უფრო მეტად მოგვცემს შესაძლებლობას, რომ ეფექტურები ვიყოთ.

მიმდინარეობს მსჯელოდა და ხვალ აუცილებლად იქნება უმრავლესობის შეხვედრა", - განაცხადა კალაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები