მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გვენეტაძე ე.წ. სქორინგის სისტემის დაშვებას მიზანშეწონილად არ მიიჩნევს

5bd06154cd4a1
თამუნა დემეტრაშვილი
24.10.18 16:10
750
ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძის განცხადებით, სესხების გაცემის პროცესში ე.წ. სქორინგის სისტემის (მსესხებლის ინდივიდუალური შეფასების ავტომატური სისტემა) გამოყენება რისკის შემცველია.

"ის ხშირ შემთხვევაში ვერ ითვალისწინებს იმ რისკებს, რაც შეიძლება მსესხებელს დაუდგეს და თუ რეგულაციების ამოსავალი არის ის, რომ გამსესხებელს ჰქონდეს კლიენტის შემოსავლის შემოწმებისა და დადასტურების შესაძლებლობა, აქედან გამომინარე სკორინგების სისტემის დაშვება არ იქნება მიზანშეწონილი", - განაცხადა გვენეტაძემ. შეგახსენებთ, რომ ახალი რეგულაციებით, რომელიც 1 ნოემბრიდან უნდა შევიდეს ძალაში, საფინანსო ინსტიტუტებს ე.წ. სქორინგის სისტემის გამოყენება აღარ შეეძლებათ, მიკრო-საფინანსო ორგანიზაციები კი ითხოვენ რომ ცალკეულ შემთხვევებში მათი გამოყენება შესაძლებელი იყოს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები