მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გვენეტაძე ივანიშვილის განცხადებაზე, რეგულაციებთან დაკავშირებით, კომენტარს არ აკეთებს

5bd03f9bc82a9
BM.GE
24.10.18 13:46
806
,,ცენტრალური ბანკები არ არიან პოლიტიკური ორგანიზაციები და პოლიტიკოსების განცხადების შეფასებას არ და ვერ გავაკეთებ“ -ასე გამოეხმაურა ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე, დასმულ შეკითხვას, რომელიც საფინანსო სფეროში რეგულაციების შემოღებასთან დაკავშირებით, ბიძინა ივანიშვილის განცხადებას ეხებოდა.
შეგახსენებთ, რომ ივანიშვილის თქმით, ყოფილი პრემიერ-მინისტი გიორგი კვირიკაშვილი რეგულაციების შემოღების წინააღმდეგი იყო. კობა გვენეტაძემ განმარტა, რომ ჭარბვალიანობის პოტენციურ რისკებზე საუბარი ეროვნულმა ბანკმა დიდი ხნის წინ დაიწყო და თემის გააქტიურება, მამუკა ბახტაძის თანამდებობაზე მოსვლას არ უკავშირდება. გვენეტაძემ ქრონოლოგიურად აღწერა ის ნაბიჯები, რაც ეროვნულმა ბანკმა საბოლოო ჩარჩო-რეგულაციების შემუშავებამდე გადადგა.

,,ყოველთვის ვამბობი და ხშირად ვიმეორებდი, რომ სესხის გაცემამ არ უნდა გააუარესოს ადამიანის ფინანსური მდგომარეობა, პირიქით სესხის გაცემა უნდა ემსახურებოდეს იმას, რომ ადამიანმა მომავალში გააუმჯობესოს მისი პირობები. ეს იყო ის ქვაკუთხედი, რაზეც ადრეც ასე ვფიქრობდი და ამ აზრზე ვარ დღესაც“-განაცხადა გვენეტაძემ.
მისი თქმით, როცა საფინანსო სექტორში არის ჯგუფი, რომელიც რეგულირდება და ამავდროულად არის ჯგუფი, რომელიც არ რეგულირდება, ეს იწვევს გადადინებებს.
,,ამიტომ აუცილებელი იყო იმ ჩარჩოს შეკვრა, რომელიც თანაბარ წესებს დაადგენდა სფეროს ყველა მოთამაშესთვის. აუცილებელი იყო იმ პაკეტის მიღება, რომელიც ძალაში შევიდა 2017 წლის დასაწყისში. ამის შემდეგაც რეგულაციები ეტაპობრივად შედის ძალაში, რომ სექტორმა მოახერხოს გადაწყობა ამ რეგულაციებზე“-განაცხადა გვენეტაძემ.
მისი თქმით, შექმნილი სიტუაციის გამო აუცილებელი იყო აქტიური ნაბიჯების გადადგმა. ,,ჩვენ აღვნიშნავდით, რომ შინამეურნეობების დაკრედიტების ზრდა ხელს უწყობს ეკონომიკის ზრდას, თუმცა გარკვეული დონის შემდეგ, ეს სარგებელი მცირდება და შინამეურნეობების ჭარბი დავალიანების ფონზე, იზრდება ფინანსური სტაბილურობის რისკები, ეს მოსაზრებები ამ ტრიბუნიდან გამოთქმული იქნა გაცილებით ადრე, ვიდრე ამას სხვა იტყოდა“-განმარტა გვენეტაძემ.

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღე დღის მთავარი სიახლეები