ღვინის ეროვნულმა სააგენტომ, შესაძლოა, სხვა ფორმით იფუნქციონიროს. როგორც Bm.ge-ს "თელავის ღვინის მარნის" დამფუძნებელმა, ზურაბ რამაზაშვილმა განუცხადა, ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მეღვინებთან გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა. რამდენიმე ვესრია იქნა განხულული, მათ შორის ერთ-ერთი სამეთვალყურეო საბჭოს ჩამოყალიბებას ითვალისწინებს, რომელიც ძირითადად კერძო სექტორის წარმომადგენლებისგან, მეღვინეებისგან დაკომპლექტდება, მთავრობას კი ბორდში ერთი ხმის უფლება ექნება.
"განხილული იქნა ღვინის ეროვნული სააგენტოს შემდეგი მოწყობის ვარიანტები, თუ როგორ უნდა ფუნქციონირებდეს საგენტო. ერთ-ერთი ვერსიის თანახმად ღვინის სექტორის მარვთას წარუძღვება ბორდი, რომელიც ღვინის კომპანიების წარმომადგენლებისგან შეიქმნება, ანუ წევრობაზე დაფუძნებული საბჭო იქნება და სახელმწიფოც ერთი ხმის უფლებით მიიღებს ამაში მონაწილეობას. ეს იმას ნიშნავს, რომ ფაქტიურად ღვინის სექტორის განვითარებაზე პასუხისმგებელი თვითონ ღვინის სექტორი იქნება.
ვფიქრობ ეს სწორია, რადგან ამდაგვარი სისტემები არსებობს უცხოეთში, აპრობირებულია და საკამოდ ეფექტურია. ჩვენ უკვე გადავლახეთ რაღაც ზღვარი საბჭოური მენტალობისა და შეგვიძლია სხვანაირად ვიმსჯელოთ. ადრე ასე იყო მიღებული, რომ სახელმწიფო წყვეტდა ყველაფერს და მისი გადაწყვეტილება ყოველთვის მართალი იყო, ახლა უკვე ჩვენი პასუხისმგებლობის საკითხი დგება, რაც საერთოდ კარგია, იმიტომ რომ სექტორი უფრო აქტიურად იმუშავებს თავისი განვითარებისთვის, ჩვენს პრობლემას უკეთ დავინახავთ და შესაბამისად მას უკეთ გადავწყვეტთ", - განაცხადა ზურაბ რამაზაშვილმა.