მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Heidelbergcement: 1300 ადამიანი სამსხურის დაკარგვის წინაშე დგას

5b5b0a8a5b2f0
სალომე მეცხვარიშვილი
27.07.18 18:00
1882
1300 ადამიანი სამსხურის დაკარგვის წინაშე დგას - ასეთია ჰაიდელბერგ ცემენტის პროგნოზი, რომელიც საქართველში ბოლო რამდენიმე წელია ოპერირებს. როგორც კომპანია აცხადებს, ქართული ცემენტის ინდუსტრიას საფრთხე ირანული კლინკერის გამო ემუქრება. კომპანიის მტკიცებით, საქართველოში ირანული პროდუქცია ძალიან დაბალ, დემპინგურ ფასად შემოდის. ჰაიდელბერგემენტში ამბობენ, რომ საქართველოში ცემენტი რეგიონში ყველაზე დაბალ ფასად 60-65 დოლარად იყიდება, ირანულო კლინკერის ფასი კი 40-45 დოლარია. მწარმოებლები ამბობენ, რომ ირანს კლინკერის ჭარბი წარმოება აქვს, ამიტომ მისი ექსპორტი ნებისმიერ ფასად აწყობს. არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, ჰაიდელბერგში ამბობენ, რომ 1 აგვისტოს კიდევ ერთი ღუმელის გაჩერებას აპირებენ და თუ მდგომარეობა არ გამოსწორდა, წლის ბოლომდე კომპანია გაკოტრების საფრთხის წინაშე აღმოჩნდება.

კომპანიის დღევანდელ პრესკონფერენციას წინ უსწებდა საქართველის ცემენტის ასოციაციის მსგავსი შინაარსის განცხადება, სადაც ასევე აღნიშნული იყო, რომ ირანული კლინკერის იმპორტი მაისში გააქტიურდა და ამ 2 თვის განმავლობაში 11%-მდე გაიზარდა. კომპანიები მთავრობას შესაბამისი ნაბიჯების გადადმას სთხოვენ, კონკრეტულად მათ ანტიდემპინგური კანონის შემოღება სურთ. ამასთან ხაზს უსვამენ, რომ ბაზარზე შემოსული ცემენტის ხარისხის კონტროლი არ ხდება, რაც სერიოზულ საფრთხეებს ქმნის.

"ირანის დემპინგურმა ფასებმა ბოლო 6 კვირის განმავლობაში გვაიძულა დაგვეწყო ჩვენი ღუმელების დახურვის სამუშაოები. ისინი ბაზარზე დემპინგური ფასით შემოდიან და ეს ყველაფერი არ არის. პრობლემა კიდევ უფრო ღრმაა და ბოლო 5-6 წელს უკავშირდება. საქმე ისაა, რომ საქარტველოს არასამართლიანი ვაჭრობის პრინციპები აქვს რეგიონში - აქ ყველა ახორციელებს იმპორტს დამატებითი გადასახადების გარეშე, ქართული ცემენტის ინდუსტრიას კი ამ პირობით ექსპორტის საშუალება მეზობელ ქვეყნებში არ აქვს, რადგან მათ ბაზრის დამცავი ღონისძიებები აქვთ. ვიმედოვნებ, რომ საქართველოს ხელისუფლება იპოვნის გზებს, რომ გამოასწოროს სიტუაცია, რადგან ეს არ ეხება მხოლოდ ირანს, არამედ მთლიანად კავკასიას", - აცხადებს „ჰაიდელბერგცემენტის“ გენერალური დირექტორი მიხაელ ჰამპელი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები