მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჰესები, რომელთა აშენებაც 2025 წელს იგეგმება

ნამოხვანჰესი

სახელმწიფო ელექტროსისტემამ გამოაქვეყნა იმ ჰესების ჩამონათვალი, რომელთა აშენებაც შემდეგ ათ წელში იგეგმება.

ჯამში, სახელმწიფო 2034 წლისთვის საქართველოს ენერგოსისტემის სიმძლავრის გაორმაგებას გეგმავს. კერძოდ, გადამცემი ხაზების განვითარების ათწლიანი გეგმის მიხედვით, დადგმული სიმძლავრე ათ წელში 10 336 მეგავატამდე უნდა გაიზარდოს. აქედან 7 ათას მეგავატზე მეტი ჰიდროსადგურები უნდა იყოს. ეს 10 336 მგვტ ასე გადანაწილდება: 4314 მგვტ იქნება მარეგულირებელი ჰესების სიმძლავრე, 2908 მგვტ მოდინებაზე მომუშავე ჰესების, 1291 მგვტ ქარის სადგურების, 232 მგვტ მზის სადგურების, ხოლო 1480 მგვტ თბოსადგურები.

სახელმწიფო ელექტროსისტემის ათწლიანი გეგმის მიხედვით, 2025 წელს შემდეგი ჰესების მშენებლობა იგეგმება:

  1. ბასრა ჰესი - ჯამში 6 მეგავატი
  2. ხოხნისწყალი ჰესი - ჯამში 4.7 მეგავატი
  3. ვალე ჰესი - 1.8 მეგავატი
  4. კასლეთი 1 - 7.6 მეგავატი
  5. სკურჰესი - 1.8 მეგავატი
  6. სტორი 1 - 33.6 მეგავატი
  7. ცემი ჰესი - 0.5 მეგავატი
  8. სკურდიდი - 1.4 მეგავატი
  9. როშკა 4 - 0.9 მეგავატი
  10. კოდალისწყალი ჰესი - 0.9 მეგავატი
  11. დიღომი ჰესი - 11.3 მეგავატი
  12. ბჟინეურა ჰესი - 0.1 მეგავატი
  13. ლოპოტა 1 ჰესი - 5.9 მეგავატი

აღსანიშნავია, რომ მაგალითად 2017 წელს გამოქვეყნებულ ათწლიანი გეგმით, 2024 წელს დადგმული სიმძლავრე 2 ათასი მეგავატით მეტი უნდა ყოფილიყო, თუმცა ფაქტია მთავრობამ ეს გეგმა ვერ შეასრულა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები