მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჰიბრიდულ ავტომობილებს მერია Hyundai Auto-სგან შეიძენს

5ac373a51656c
თამუნა დემეტრაშვილი
03.04.18 16:23
946
ჰიბრიდულ ავტომობილებს დედაქალაქის მერია ჰიუნდაი ავტო საქართველოსგან (Hyundai Auto Georgia) შეიძენს. ელექტრონულ ტენდერში, კომპანიამ მუნიციპალიტეტს კონკურენტ ,,ტოიოტა ცენტრ თეგეტაზე“ 142 ათასი ლარით უკეთესი ფასი შესთავაზა და შესყიდვის ღირებულებად 1 მილიონ 578 ათასი ლარი დააფიქსირა. ამჟამად კომპანიას რამოდენიმე დოკუმენტის დასაზუსტებლად ვადა აქვს მიცემული.

შეგახსენებთ, რომ თბილისის მერია 30 ერთეული ჰიბრიდული ავტომობილის შეძენას გეგმავს. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, ავტომობილების ძრავის მოცულობა 1.6-ზე ნაკლები არ უნდა იყოს, 100 კმ-ზე 4 ლიტრზე მეტ საწვავს არ უნდა მოიხმარდეს და თეთრი ფერის უნდა იყოს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები