შვედური ბრენდის H&M გაყიდვები რეკორდულად 18%–მდე გაიზარდა, რაც დაახლოებით 4 მილიარდ დოლარს შეადგენს.
2018 წლის მესამე კვარტლის შემოსავლებმა ანალიტიკოსების მოლოდინებს გაადააჭარბა, კომპანიამ მომხმარებლებს გარკვეულ პროდუქციაზე ფასდაკლებები შესთავაზა, რამაც გაყიდვების რაოდენობის ზრდა განაპირობა.
Bloomberg-ის ანალიტიკოსები აღნიშნავენ რომ H&M გაყიდვების დასტაბილურების პროცესს უახლოვდება, სტატიაში ნათქვამია ისიც, რომ H&M ერთ–ერთია იმ კომპანიებს შორის, რომლებსაც გაუყიდავი პროდუქციის რეკორდული რაოდენობა აქვს.
შეგახსენებთ, რომ ბრენდმა გასულ წელს 2013 წლის შემდეგ დაგროვილი არარეალიზებული 60 ტონა ტანსაცმელი დაწვა. ფაქტთან დაკავშირებით H&M-ში განაცხადეს, რომ განადგურებული ტანსაცმელი არ შეესაბამებოდა კომპანიის სტანდარტებს და შესაძლოა ჯანმრთელობისთვის სახიფათო ყოფილიყო.