მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Huawei-მ ინოვაციური სმარტფონები წარადგინა - ვიდეო

5bc6185ea8dd4
ლევან თაღიაშვილი
16.10.18 21:05
1999
Huawei-მ 3 ახალი სმარტფონი Mate 20, Mate 20 Pro და Mate 20 X წარადგინა. Mate 20 და Mate 20 Pro მაღალი კლასის სმარტფონებია, Mate 20 X კი სპეციალურად Gamer-ებისთვისაა შექმნილი.

ახალი სმარტფონი აღჭურვილია სხვადასხვა ინოვაციური ფუნქციებით, მაგალითად თითის ანაბეჭდით ე.წ Unlock-ის განხორციელება უკვე უშუალოდ ეკრანიდანაც შეგეძლებათ, ამისათვის ახალ სმარტფონში სპეციალური ღილაკი არაა გამოყოფილი.

მისი Unlock-ის სიჩქარე 30%-ითაა შემცირებული. გარდა ამისა, ჩინურმა კომპანიამ პირველად მსოფლიოში Nano Memory Card წარადგინა, რომელიც micro SD card-ზე 45%-ით უფრო პატარაა და ზუსტად Sim ბარათის ზომისაა. ასევე გაუმჯობესებულია წყლისგან დამცავი ფუნქცია.

აღსანიშნავია მისი 6.9 მილიარდ ტრანზისტორიანი პროცესორი Kirin 980. პროცესორის სისწრაფე წინა მოდელებთან შედარებით 226%-ითაა გაზრდილი, ენერგიის ეფექტიანობა კი 182%-ით. Huawei-მ სპეციალურად იმუშავა Top 15 აპლიკაციაზე, როგორიცაა მაგალითად Instagram, Facebook, Youtube, Massenger და სხვა, Iphone Xs-თან შედარებით Huawei-ს ახალი სმარტფონი თითოეულ მათგანს 1 წამით უფრო სწრაფად გახსნის.

გარდა ამისა, Mate 20 Pro აღჭურვილია 4200mAh ელემენტით, რომელიც Super Heavy User Profile-ის რეჟიმში 11.21 საათი ძლებს, Galaxy Note 9-ს შესაძლებლობა იდენტურ რეჟიმში 8.41 საათია, Iphone Xs Max-ის შემთხვევაში კი 8.1. ასევე ის აღჭურვილია SuperCharge-ით, რომლითაც Iphone Xs Max-ზე 2-ჯერ უფრო მძლავრია.
გარდა ამისა, დატენვისას ახალი სმარტფონი პროცენტის მეასედებსაც აჩვენებს, რითაც უკეთესად შეძლებთ ზუტად განსაზღვროთ თქვენი ელემენტის დატენვის დონე.

კომპანიამ გამოუშვა ყველაზე სწრაფი Wireless დამტენი, რომელიც 15W სიმძლავრისაა. მისი Wireless დამტენი Iphone Xs Max-ის უკაბელო დამტენზე 70%-ით უფრო სწრაფად დამუხტავს თქვენს სმარტფონს. ერთ-ერთი ყველაზე დიდი ინოვაცია, რომელიც Huawei-მ მომხმარებლებს შესთავაზა შემდეგია: თუ თქვენ სახლში დაგრჩათ თქვენი დამტენი ეს პრობლემას აღარ წარმოადგენს, ამიერიდან შეძლებთ ერთი სმარტფონით მეორეს დამუხტვას Wireless ფუნქციის მეშვეობით. ყველანაირი დამტენი მოწყობილობის გარეშე შეძლებთ გაუზიაროთ თქვენი ენერგია მეგობრებს.

ასევე გაუმჯობესებულია GPS ფუნქცია, ახალი Huawei 2 სატელიტიდან მიიღებს ინფორმაციას რაც ასევე ინოვაციაა და არც ერთ სმარტფონს არ გააჩნია. ამით თქვენი Check-in-ის ფუნქცია და GPS გაცილებით ეფექტური და ზუსტი იქნება.

ასევე გამორჩეული სიახლე, რითაც Huawei-მ უკვე დაიმკვირდა თავი ბაზარზე არის კამერა. Mate 20 Pro-ს გააჩნია 3 კამერა (40MP,20MP და 8MP), ჯამში მისი ხარისხი 68MP-ს შეადგენს.

ახალი სენსორების წყალობით, რომელიც სინათლეს 16-ჯერ უფრო მკვეთრად აღიქვამს ვიდრე Galaxy Note 9 ან Iphone Xs Max თქვენ შეძლებთ გაცილებით უკეთესი ფოტოების გადაღებას დაბალი განათების პირობებში.

მას ასევე გააჩნია 5X Hybrid Zoom და Leica Ultra Wide Angle, რითიც თქვენი ფოტოები გაცილებით ფართო იქნება და მეტი ობიექტის დაფიქსირებას შეძლებთ.
ასევე სიახლე იმ ადამიანებისთვის, ვისაც გაცილებით მცირე საგნების გადაღება უყვარს. ახალი Huawei-თ შეძლებთ 2.5 სანტიმეტრზე მყოფი საგნების აღბეჭდვას. შესაბამისად დააფიქსირებთ ისეთ მცირე ზომის ობიექტებს, როგორიცაა მაგალითად ჭიანჭველა.

სმარტფონს მოყვება სპეციალური Case, რომლითაც წყალში 5 მეტრის სიღრმეზე შეძლებთ ფოტოს გადაღებას, Case-ის გარეშე ეს ფუნქცია 2 მეტრის სიღრმეზე მოქმედებს.

სმარტფონის 3D Face Unlock-ით შეძლებთ 0.6 წამში დაიწყოთ თქვენი მოწყობილობის გამოყენება. ასევე მას გააჩნია 3D Camera.
Mate 20 Pro-ს აქვს 3D Live Emoji-ს მხარდაჭრა, გარდა ამისა თუ არჩევანი არ გაკმაყოფილებთ თქვენ შეგიძლიათ დაასკანეროთ ნებისმიერი სათამაშო და გააცოცხლოთ კამერის მეშვეობით.

რაც შეეხება ოპერაციულ სისტემას, ის EMUI 9-ზე მუშაობს, რომელსაც ასევე გააჩნია განახლებული ფუნქციები.

მისი Smart Camera-ს მეშვეობით შეძლებთ დაითვალოთ იმ კალორიების რაოდენობა, რომელიც თქვენს წინ განლაგებულ საკვებშია მოთავსებული.

რაც შეეხება Mate 20 X-ს, ის გაცილებით უფრო დიდი 7.2 ინჩიანი ეკრანით გამოირჩევა, აქვს კონტროლერის დამატების ფუნქცია და 5000 mAh ელემენტი, რითიც შეძლებთ Iphone Xs Max-ზე 2-ჯერ უფრო დიდ ხანს გქონდეთ ჩართული თქვენი საყვარელი თამაში. Mate 20 X გამოირჩევა ასევე გაგრილების ინოვაციური სისტემით.

რაც შეეხება ფასს, 16 ოქტომბრიდან შეძლებთ Mate 20 და Mate 20 Pro-ს შეძენას. Mate 20-ის ფასი 849 ევროა, Mate 20 Pro-ს კი 1049 ევროდ შეიძენთ. 899 ევრო ღირს Mate 20 X, რომელიც ხელმისაწვდომი 26 ოქტომბერს იქნება.


 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები