საქართველოში იაპონიის ელჩის ტადაჰარუ უეჰარას განცხადებით საქართველოს შესახებ ფილმი, რომელიც იაპონელმა ჟურნალისტებმა ქართველი სუმოისტის, ტოჩინოშინის (ლევან გორგაძე) თანხლებით გადაიღეს იაპონურ ეთერში ივლისის ბოლოს გავა, - ამის შესახებ მან "საქმიანი დილის" ეთერში განაცხადა. მისი თქმით ამ ფილმის ჩვენების შემდეგ, საქართველოში იაპონელი ტურისტების რიცხვი საგრძნობლად გაიზრდება.
"სამი კვირის წინ ტრიუმფით დაბრუნდა ტოჩინოშინი საქართველოში და როგორც ელჩი ძალიან ამაყი ვიყავი, რომ მივიღე ის. ვფიქრობ, ყველა ქართველი უნდა ამაყობდეს ტოჩინოშინით. 700 მოჭიდავეა იაპონიაში და მან მიიღო ფაქტიურად მეორე უმაღლესი რანგი, რომელიც არის ძალიან მაღალი წოდება მოჭიდავეთა ჯგუფში. იაპონელების უმრავლესობას უყვარს იგი, ამიტომ ჩამოვიდა იაპონიის გადამღები ჯგუფი საქართველოში, რომ აქ მისი ყოფნა აესახათ.
ტოჩინოშინი მეწვია ჩემს რეზიდენციაში, ძალიან სასიამოვნო კვირა გავატარეთ, საკმაოდ დატვირთული გრაფიკი ჰქონდა ტოჩინოშის საქართველოში. ივლისის ბოლოს გავა იაპონიაში ეს ფილმი და დარწმუნებული ვარ, ამის შემდეგ იაპონელი ტურისტების რიცხვი სერიოზულად გაიზრდება საქართველოში" - განაცხადა ელჩმა.
შეგახსენებთ, რომ სუმოისტმა ტოჩინოშინმა ჰაცუ ბაშომ (ლევან გორგაძე) იაპონიაში 2018 წლის იანვრის ტურნირი 14-1 ბალანსით მოიგო და საიმპერატორო თასის მფობელი გახდა.