home
category
tv live menu
EN
Loading data...

იაპონიაში მიტოვებულ სახლებს "უფასოდ" გასცემენ

იაპონიაში ერთ-ერთ აუქციონზე "უფასო" სახლები გამოჩნდა.

VICE წერს, რომ მსოფლიოს მე-3 უმდიდრესi ეკონომიკის ქვეყანაში 8 მილიონზე მეტი ვაკანტური ნაგებობაა აღწერილი, რომლის მისაღებადაც მხოლოდ სიმბოლური გადასახადების დაფარვაა საჭირო.

მიტოვებული უძრავი ქონება ონლაინ ვებ-გვერდზეა განთავსებული სახელწოდებით “akiya banks”, რაც "ვაკანტურ სახლს" ნიშნავს.

მსგავსი უძრავი ქონების ფასი $360 000 ავსტრალიურ დოლარს არ აღემატება, თუმცა არსებობს ე.წ "Gratis Transfer", რომელიც თითქმის 0 იენი ღირს;

მის შესაძენად მხოლოდ რამდენიმე სიმბოლური გადასახადი და აგენტის მომსახურების ხარჯებია დასაფარი.

The Japan Times-ის ცნობით, 8 მილიონი მიტოვებული სახლი ძირითადად რეგიონებშია განთავსებული.

Fujitsu Research-ის კვლევაზე დაყრდნობით, მსგავსი შენობების რიცხვი 2033 წლისთვის 20 მილიონს მიაღწევს.

საფონდო ბირჟები
საფონდო ბირჟები