2018 წლის 7 თვის მონაცემებით, ქართული პროდუქციის ექსპორტი იაპონიაში 48%-ით გაიზარდა, - ამის შესახებ გადაცემაში „ქალების ნარატივი“ ეკონომიკის სამინისტროს საგარეო ვაჭრობის პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, მარიამ გაბუნიამ ისაუბრა.
„ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ იაპონიასთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმება ჩვენს ექსპორტიორებს სავაჭრო პოტენციალის კიდევ უფრო მეტად ათვისების საშუალებას მისცემს“ -აცხადებს მარიამ გაბუნია და აქვე აღნიშნავს: “2017 წლის მონაცემებით, ჩვენი ქვეყნის წმინდა ექსპორტმა იმ ქვეყნებთან, სადაც თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება გვაქვს გაფორმებული, 71% შეადგინა“.
ცნობისათვის 2017 წელს, იაპონიის ბაზარზე ქართული პროდუქტების ექსპორტის 147%-იანი ზრდა დაფიქსირდა.