მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

IBSU-ს რექტორი: უნივერსიტეტის შეძენა ბრიტანელ ინვესტორებს სურდათ

5b86445e3b092
BM.GE
29.08.18 11:00
847
"შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის" (IBSU) რექტორი ილიას ჩილოღლუს განცხადებით, უნივერსიტეტის შეძენა ბრიტანელ ინვესტორებს სურდათ. ამის შესახებ მან რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" ეთერში განაცხადა.

მისი ინფორმაციით, ბრიტანელი ინვესტორები დაახლოებით 6 თვის განმავლობაში აწარმოებდნენ მოლაპარაკებებს და საქართველოში მათი რამდენიმე ვიზიტიც შედგა.
„შეხვდნენ მაშინდელ მინისტრს ჩხენკელს, მეც ვესწრებოდი ამ შეხვედრას. შეხვდნენ სხვადასხვა ადამიანს მთავრობიდან, რომ ისინი არიან დაინტერესებული უნივერსიტეტის შესყიდვით. ისინი აცხადებდნენ, რომ ჯარიმასაც გადახდიდნენ და პრობლემებიც მოგვარდებოდა.

მერე გამოჩდნენ სხვა მყიდველებიც, რაც, მგონი, მისასალმებელია. ბრიტანელებლმა გადაწყვიტეს, რომ გავიდნენ და აღარ გააგრძელეს სხვადასხვა მიზეზის გამო ყიდვის პროცესი, მაგრამ ისინი დღესაც ამბობენ, რომ მზად არიან უნივერსიტეტი იყიდონ და 30 მილიონი დოლარი ჩადონ კამპუსუსს დამთავრებაში, რომელსაც აეროპრტრთან ვაშენებდით. ჯარიმაც სწორედ ამ კამპუსიდან მოდიოდა. ჩემი ინფორმაციით, ისინი ისევ დაინტერესებული არიან“,- აცხადებს ილიას ჩილოღლუ.

კითხვაზე, რატომ არ მოხდა უნივერსიტეტის გასხვისება, რექტორი ამბობს, რომ დეტალების შესახებ ინფორმაცია არ აქვს, თუმცა, მისი თქმით, არსებობდა მკვეთრი განსხვავება ბრიტანელი და ქართველი მყიდველებს მიერ უნივერსიტეტის დამფუძნებლებისთვის შეთავზებულ თანხებს შორის.

შეგახსენებთ, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს ავტორიზაციის საბჭომ სტუდენტების ახალი ნაკადის მიღება ერთი წლით შეუზღუდა.

გადაწყვეტილების მიზეზად უნივერსიტეტისთვის 2013 წელს დაკისრებული საგადასახადო ჯარიმა სახლდება, რომელიც სასწავლებელს გადასახადებისგან თავის არიდების გამო დაუწესდა. IBSU-მ აღნიშნული ჯარიმა უკვე გადაიხადა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები