მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

IBSU-ს სტუდენტების მიღების უფლება აღუდგა - უნივერსიტეტს 6-წლიანი ავტორიზაცია მიენიჭა

5c0bc5685bc7e
BM.GE
08.12.18 17:03
690
8 დეკემბერს გამართულ სხდომაზე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭომ "შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს" ექვსწლიანი ავტორიზაცია მიანიჭა. შედეგად IBSU-ს პირველკურსელთა მიღების უფლება აღუდგა.

ავტორიზაციის საბჭომ IBSU-ს სტუდენტთა ნაკადის მიღება 20 აგვისტოს შეუჩერა, რასაც უნივერსიტეტის ადმინისტრაციისა და სტუდენტთა მხრიდან პროტესტი მოჰყვა. საბჭოს განმარტებით, შეზღუდვა უნივერსიტეტის ფინანსურ პრობლემებს, კერძოდ კი ბიუჯეტის წინაშე არსებულ 715,000-ლარიან დავალიანებას უკავშირდებოდა. ავტორიზაციის საბჭოს განმარტებით, ეს საგადასახადო დავალიანება უნივერსიტეტის სასწავლო პროცესისთვის მნიშვნელოვან რისკებს შეიცავდა.

IBSU-მ ეს დავალიანება 26 აგვისტოს გადაიხდა და ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილება სააპელაციო საბჭოში გაასაჩივრა. ოქტომბრეში სააპელაციო კომისიამ პირვანდელი გადაწყვეტილება დაუსაბუთებლად ცნო და განსახილველად ავტორიზაციის საბჭოს დაუბრუნა.

2018 წლის 10 სექტემბერს განათლების მინისტრმა განათლების ხარისხის განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი თამარ სანიკიძე თანამდებობიდან გაათავისუფლა.

დღევანდელი გადაწყვეტილებით, შავი ზღვის უნივერსიტეტს სტუდენტთა საერთო რაოდენობა 3500-ით განესაზღვრა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები