IDS Borjomi International, შესაძლოა Nestle-მ იყიდოს, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს და დასძენს, რომ მიხაილ ფრიდმანის და ჰერმან ხანის კომპანია (Альфа-групп) შვეიცარულ ნესტლესთან მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებს. თუმცა, ასევე მედიის ინფორმაციით Borjomi-ს მფლობელი, შესაძლოა Coca-Cola-ც გახდეს.
არც Nestle და არც Coca-Cola თემაზე კომენტარს არ აკეთებენ. BMG ბორჯომის ქართულ წარმომადგენლობასაც დაუკავშირდა, თუმცა კომენტარის გაკეთებისგან ისინიც თავს იკავებენ.
გარიგების სავარაუდო ღირებულება $350 მილიონია.