მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ილონ მასკი TESLA-ს წინააღმდეგ შეთქმულებაში სოროსს და ჰოფმანს ადანაშაულებს

ილონ მასკი

მსოფლიოს უმდიდრესმა მეწარმემ, ილონ მასკმა მილიარდერი ინვესტორის, ჯორჯ სოროსისა და LinkedIn-ის დამფუძნებლის, რიდ ჰოფმანის წინააღმდეგ გაილაშქრა და ისინი Tesla-ს წინააღმდეგ შეთქმულების მოწყობაში დაადანაშაულა.

როგორც მასკი აცხადებს, Tesla-ს და მის წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო ტალღას სწორედ სოროსი, ჰოფმანი და ActBlue-ს დონორები აფინანსებენ, რომელთაც კომპანიიდან მისი გაგდება სურთ.

უნდა აღინიშნოს, რომ ილონ მასკის წინააღმდეგ საპროტესტო ტალღა მას შემდეგ დაიწყო, რაც მილიარდერმა მეწარმემ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციაში თანამდებობა დაიკავა და მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის ხელმძღვანელის ამპლუაში ასიათასობით ფედერალური მუშაკი სამსახურიდან გაათავისუფლა.

პროტესტის ნიშნად, უმუშევრად დარჩენილმა ადამიანებმა Tesla-ს ოფისების და სადილეროების მიმდებარედ დემონსტრაციები წამოიწყეს. ამასთან, დემოკრატიული პარტიის მხარდამჭერებმა და ევროპის მოქალაქეებმა, როგორც ჩანს, Tesla-ს ელექტრომობილების ყიდვა შეწყვიტეს, რაც სწორედ მასკის პერსონას უკავშირდება.

როგორც მასკი აღნიშნავს, დემოკრატიული პარტიის მხარდამჭერ მილიარდერებს ის სძულთ, ამიტომაც ისინი Tesla-ს რეპუტაციის დაზიანებას და CEO-ს თანამდებობიდან მასკის გადაყენებას ცდილობენ.

უნდა აღნიშნოს, რომ პიკურ მაჩვენებელთან შედარებით, საფონდო ბირჟაზე Tesla-ს აქციების შეფასება თითქმის 50%-ითაა შემცირებული, რაც მიმდინარე პროტესტს და მასკის მიმართ საზოგადოების დამოკიდებულების გაუარესებას უკავშირდება. ამავე პერიოდში ილონ მასკის ქონების შეფასება თითქმის $130 მილიარდით შემცირდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები