მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ილონ მასკის Neuralink-ის შეფასება რეკორდულ $9 მილიარდამდე გაიზარდა

neuralink

ილონ მასკის ტექნოლოგიური სტარტაპის, Neuralink-ის შეფასება, მორიგი საინვესტიციო რაუნდის შედეგად, ახალ რეკორდულ ნიშნულამდე - $9 მილიარდამდე გაიზარდა.

ამჯერად ტვინის იმპლანტის შექმნაზე ორიენტირებულმა სტარტაპმა ინვესტორების მხრიდან 600 მილიონი დოლარის მოზიდვა შეძლო, რომელიც კვლევის დაფინანსებას და ახალი თაობის ნეირონული ინტერფეისის შექმნას მოხმარდება.

ბოლო საინვესტიციო რაუნდი Neuralink-მა 2023 წელს გამართა, როდესაც მისი შეფასება $5 მილიარდს შეადგენდა, ანუ ილონ მასკის კომპანიას ბოლო ორ წელიწადში 80%-იანი ზრდა აქვს, რაც პირდაპირ კავშირშია აშშ-ის ჯანდაცვის სექტორის მარეგულირებლის (FDA) მხრიდან დასტურის გაცემასთან, რომელმაც ნეირონული ინტერფეისის გამოყენებას მწვანე შუქი აუნთო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები