მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"IMF ჭარბვალიანობაზე ნამდვილად საუბრობდა"

5b5889a5aaeba
ელენე გოგბერაშვილი
25.07.18 18:30
869
დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის ხელმძღვანელი, რომან კაკულია ბიძინა ივანიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება. ივანიშვილმა გიორგი კვირიკაშვილი და დიმიტრი ქუმსიშვილი IMF-ის კვლევის დამალვაში დაადანაშაულა, სადაც ჭარბვალიანობაზე იყო საუბარი.

რომან კაკულია ადასტურებს, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდი ნამდვილად საუბრობდა თავის ანგარიშში აღნიშნულ პრობლემაზე და მისი ვარაუდით, აღნიშნული 2016 წლის არჩევნების პერიოდს უკავშირდება.

„დაზუსტებით ვერ გეტყვით, ამ კვლევებს დეტალურად ვეცნობი. ჭარბვალიანობასთან დაკავშირებით ნამდვილად საუბრობდა ხოლმე სავალუტო ფონდი. რამდენიმე წლის წინ იყო, თუ არ ვცდები არჩევნების პერიოდში. ეს ანგარიშში ნამდვილად იყო მოხსენიებული, თუმცა რამდენად იყო ინტენსიობა მათ შორის ინფორმაციის გაცვლის არ ვიცი. არც იმის შესახებ ვიცი, დამალვა მოხდა თუ არა", - განმარტავს რომან კაკულია.
 

 

 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები