მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლებისთვისაც მთავრობა დამატებით თანხებს გამოყოფს

5b864fa5c1113
BM.GE
29.08.18 11:39
722
საქართველოს პრემიერმინისტრის მამუკა ბახტაძის განცხადებით, მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განიხილავენ დამატებითი დაფინანსების გამოყოფის საკითხს, რომ ინფრასტრუქტურა საქართველოს საკურორტო ზონებში იყოს უფრო მოწესრიგებული.

მისი თქმით, მოეწყობა კობი-გუდაურის სასრიალო ტრასების და ზამთრის სეზონისთვის ზვავსაწინააღმდეგო დროებითი სისტემა და ამასთან ერთად რეაბლიტაცია ჩაუტარდება ურეკის ძველ ბულვარს, ახალი ბულვარისთვის კი დაიწყება სამშენებლო სამუშაოები.

მისივე თქმით, ბაკურიანი უნდა ჩამოყალიბდეს 4-სეზონიან კურორტად და აღნიშნული ინფრასტრუქტურული პროექტები უნდა დასრულდეს რაც შეიძლება მოკლე ვადებში.

„ამასთან ერთად რეაბილიტაცია ჩაუტარდება დიდი მიტარბის საბაგირომდე მისასვლელ საავტომობილო გზას. ქობულეთში ნაპირდაცვისა და სანაპირო ზოლის მოწყობის ინტენსიფიკაცია მოხდება. ამ პროექტების ჯამური ღირებულება არის დაახლოებით 20 მილიონი ლარი“,- განაცხადა ბახტაძემ.

მისივე თქმით, ის ბოლო დღეებში იმყოფებოდა ამბროლაურში, რაჭაში და ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების ვადებით კმაყოფილია.

„მაგრამ ამასთან ერთად აუცილებელია, რომ ცენტრალური გზების გარდა, ადგილობრივი დანიშნულების გზების მშენებლობა წარიმართოს კიდევ უფრო სწრაფი ტემპით და მასშტაბურად. შესაბამისად, დღევანდელ მთავრობაზე განვიხილავთ საკითხს, რომლის მიხედვითაც რეაბილიტაცია ჩაუტარდება 12 მუნიციპალიტეტის ადგილობრივი მნიშვნელოვბის გზებს, რომლის ბიუჯეტიც არის 80 მილიონი ლარი“,- აცხადებს ბახტაძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები