ნახევარგამტარების ინდუსტრიის ამერიკული გიგანტის, Intel-ის ახალი გენერალური დირექტორი ლიპ-ბუ ტანი გახდა.
65 წლის ბიზნესმენს ტექნოლოგიურ კომპანიებში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს და ის Hewlett Packard Enterprise-ის დირექტორთა საბჭოს წევრია, ასევე მას პოზიცია უჭირავს Softbank-ის საბჭოში, რაც მას დიდ სტრატეგიულ უპირატესობას აძლევს.
როგორც Intel-ის განცხადებაშია აღნიშნული, ლიპ-ბუ ტანის ხელმძღვანელობით კომპანია რესტრუქტურიზაციის სტრატეგიას გაატარებს და ეფექტიანობას გაზრდის, რაც მას პოზიციის გამყარებაში დაეხმარება.
უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო პერიოდში Intel-ს არ აქვს სახარბიელოდ საქმე, რადგან 5-წლიან პერიოდში მისი აქციების შეფასება 55%-ით არის შემცირებული, რაც ტექნოლოგიურ პროგრესში მის ჩამორჩენას უკავშირდება. მიუხედავად ამისა, კომპანიის CEO-ს პოზიციაზე ტანის დანიშვნა ინვესტორებმა პოზიტიურ სიახლედ მიიღეს და კომპანიის შეფასება ერთ დღეში თითქმის 16%-ით გაიზარდა.