პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძის განცხადებით, „ეროვნული ვალუტის გამყარება მნიშვნელოვანი პროცესია, რომელზეც გავლენას ჩვენი მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის შემცირება ახდენს“.
„მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის შემცირება უმნიშვნელოვანესი პროცესია, რომელიც მემკვიდრეობითი პრობლემა არის ნებისმიერი ქართული მთავრობისთვის, დამოუკიდებლობის მოპოვების შემდგომ. თუნდაც 2012 წლამდე მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი 12%-მდე იყო და ახლა 8%-მდე შემცირდა; 530 მლნ დოლარით გაუმჯობესდა ჩვენი მიმდინარე ანგარიში და ეს ახდენს პოზიტიურ გავლენას ლარის კურსზე", - განაცხადა კოვზანაძემ.