მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

IRI-ს გამოკითხულთა 40% მთავარ პრობლემად უმუშევრობას ასახელებს

5b0e6ad900744
სალომე მეცხვარიშვილი
30.05.18 13:08
616
IRI-ს გამოკითხულთა 40% მთავარ პრობლემად უმუშევრობას ასახელებს. მეორე მნიშვნელოვან ფაქტორად გამოკითხულთა 23% ეკონომიკურ მდგომარეობას ასახელებს, 10% კი ტერიტორიულ მთლიანობას, შემდეგია სოციალური პრობლემები 3%-ით.

განსხვავებულია მონაცემები, როდესაც კვლევაში მონაწილეებს მათს სოფელსა თუ ქალაქში არსებულ მთავარ პრობლემებზე ეკითხებიან. მთავარ გამოწვევად აქაც უმუშევრობა სახელდება, თუმცა, მხოლოდ 26% ასახელებს ამ პრობლემას. შემედგ პრობლემურ საკითხად გაოკითხულთა 11% გზებს ასახელებს, ეკოლოგიას კი 7%.

საოჯახო მეურნეობების 27%-სვის მთავარი პრობელმა უმუშევრობაა, შმედეგ მოდის ეკონომიკური პრობლემები 19%-იანი ხმების რაოდენობით. 8%-ისთვის კი მნიშნელოვან პრობლემას დაბალი ხელფასები წარმოადგენს. 5%-სთვის კი დაბალი პენსიები.

კვლევა ჩატარებულ იქნა ბალტიის კვლევების / გელაპის ორგანიზაციის მიერ საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის დავალებით. მონაცემთა შეგროვება მოხდა 2018 წლის 10-22 აპრილის შუალედში და გამოკითხულ იქნა საარჩევნო უფლების მქონდე 1500 საქართველოს მოქალაქე. რესპოდენტთა გამოპასუხების პროცენტია 71, ხოლო ცდომილების ზღვარია +/- 2.5 პროცენტი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები