უკვე სამი დღეა, ფრანგი ფერმერები, ქუჩაში გამოვიდნენ და მასობრივი პროტესტი დაიწყეს - რისი მიზეზიც ევროპასა და მერკოსურის ქვეყნებს შორის სავაჭრო შეთანხმების შესაძლო შედეგებია. ფერმერები უკმაყოფილებას გამოხატავენ იაფი სასოფლო-სამეურნეო ნაწარმის იმპორტის მიმართ, რომელიც არ ექვემდებარება იმავე სტანდარტებს, რასაც ადგილობრივი პროდუქცია და ამბობენ, რომ ხელშეკრულება მათ ბიზნესებს დააზარალებს.შეთანხმების კატეგორიული წინააღმდეგია საფრანგეთის მთავრობაც.როგორც ცნობილია, ევროკავშირი და სამხრეთ ამერიკის ქვეყნების მერკოსურის ბლოკი ცდილობენ, სავაჭრო მოლაპარაკებები წლის ბოლომდე დაასრულონ. ამ თემიდან გამომდინარე, დღეს ევროკავშირი-მერკოსურის შეთანხმება უფრო ფართოდ უნდა მიმოვიხილოთ, რომელიც სხვათა შორის, 18-19 ნორმებს დიდი ოცეულის სამიტზეც ერთ-ერთი მთავარი განსახილველი საკითხი იყო?
ლიკა მეგუთნიშვილი - BMG-ს რეპორტიორი