მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ივანე მაჭავარიანი MCC-ის საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორს შეხვდა

5b717e7da2c29
თელარა გელანტია
13.08.18 16:48
562
ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი საქართველოში ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორს ჯენერ ედელმანსა და „ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს“ აღმასრულებელ დირექტორ მაგდა მაღრაძეს შეხვდა.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის წარმატებული საქმიანობა მიმოიხილეს და საქართველოში და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივაზე ისაუბრეს.

ივანე მაჭავარიანმა MCC-ის საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორს მადლობა გადაუხადა იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც აშშ-ის მთავრობა, ათასწლეულის გამოწვევის კორპორაცია უწევს საქართველოს მთავრობას განათლების სფეროში და აღნიშნა, რომ განათლების სფერო და მისი გაუმჯობესება მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს.

ფინანსთა მინისტრმა სტუმრებს მიაწოდა ინფორმაცია იმ რეფორმების შესახებ, რომელსაც მთავრობა გეგმავს განათლების სექტორში.

თავის მხრივ, MCC-ის საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორმა ფინანსთა მინისტრს წარმატება უსურვა საქმიანობაში და იმედი გამოთქვა, რომ პარტნიორობა ქართულ მხარესთან კვლავ აქტიურად გაგრძელდება და ორმხრივად ხელსაყრელი გახდება.

მხარეებმა დადებითად შეაფასეს ის გარემოება, რომ ფინანსთა სამინისტრომ ათასწლეულის გამოწვევის ფონდის საგანმანათლებლო პროგრამების მხარდაჭერის ფარგლებში, გააფორმა მემორანდუმი, რომლის მიხედვითაც, ქართველ სტუდენტებს, რომლებიც საქართველოს სამ უმაღლეს სასწავლებელში აშშ-ის კალიფორნიის შტატის ერთ-ერთი წარმატებული სახელმწიფო უნივერსიტეტის - სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროგრამებით სწავლობენ, ფინანსთა სამინისტროს სისტემაში პრაქტიკისა და სტაჟირების გავლის შესაძლებლობა აქვთ.

„ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს“ მისიაა ქვეყანაში შრომის ბაზრის მოთხოვნებზე დაფუძნებული განათლების სისტემის დანერგვა. მისი პროექტები ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლების სექტორში აშშ-ის მთავრობის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მიერ საქართველოსთვის გამოყოფილი 140 მილიონი აშშ დოლარის გრანტის მეშვეობით ხორციელდება.

2014-2019 წლებისთვის გამოყოფილი მეორე კომპაქტი ქვეყნის განათლების სექტორში განხორციელებული ყველაზე დიდი ინვესტიციაა, რომელიც მიზნად ისახავს ადამიანური კაპიტალის განვითარებას საინჟინრო, ტექნოლოგიური და საბუნებისმეტყველო (STEM) დისციპლინებში, რაც ხელს უწყობს უმუშევრობის დაძლევას, ქვეყნის ეკონომიკური ზრდის წახალისებას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები