მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ივნისში ბენზინი 2.9%-ით გაძვირდა

5b614b96d7514
BM.GE
01.08.18 09:56
757
ივნისში, მაისთან შედარებით, ბენზინი 2.9%-ით გაძვირდა. ეროვნული ბანკის ცნობით, 2018 წლის ივნისში, წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით ინფლაციამ 2.2 პროცენტი შეადგინა, ხოლო წინა თვესთან შედარებით ფასების საერთო დონე 0.6 პროცენტით შემცირდა. ინფლაციის ცვლილებაზე კი ერთ-ერთი გავლენა სწორედ ბენზინის ფასის ცვლილებამ გამოიწვია.

„2018 წლის დასაწყისიდან ერთჯერადი ფაქტორების გავლენა წლიური ინფლაციის მაჩვენებელზე თითქმის ამოიწურა, რის გამოც, ამ პერიოდიდან მან შემცირება დაიწყო. თუმცა ერთჯერადი ფაქტორებიდან კვლავ მოქმედებს გაზის გადასახადის მომატება, რაც გასული წლის აგვისტოში მოხდა. ამას დაემატა 2018 წლის იანვრიდან წყლისა და ელექტროენერგიის გადასახადის გაძვირება. აღნიშნული კომუნალური გადასახადების მატების გავლენამ წლიური ინფლაციის მაჩვენებელზე ივნისში 0.4 პ.პ შეადგინა”, - განმარტავენ სებ-ში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები