მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Jaguar Land Rover-ს აშშ-ში ავტომობილების წარმოების გადატანა არ სურს

JLR

პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ წამოწყებული სავაჭრო ომის და ავტომობილების იმპორტზე დაწესებული 25%-იანი სატარიფო რეჟიმის მიუხედავად, Jaguar Land Rover-ს აშშ-ში წარმოების გადატანა არ სურს.

როგორც კომპანიის განცხადებაშია აღნიშნული, JLR-ის ავტომობილების წარმოება ისევ დიდ ბრიტანეთში, ინდოეთში, ჩინეთში, ბრაზილიასა და სლოვაკეთში გაგრძელდება და აშშ-ში ქარხნების აშენებასთან დაკავშირებით კომპანიას გეგმები არ აქვს.

წარმოების გადატანასთან დაკავშირებით სპეკულაცია მას შემდეგ დაიწყო, რაც 25%-იანი სატარიფო რეჟიმის ამოქმედების შემდეგ, Jaguar Land Rover-მა აშშ-ში ავტომობილების ექსპორტი დროებით შეწყვიტა, რაც ბაზარზე არსებული გაურკვევლობით იყო განპირობებული.

თუკი JLR-ი წარმოების გადატანისგან თავს მართლაც შეიკავებს, მაშინ მას ახალ ავტომობილებზე ფასების გაზრდა ან მოგების მარჟის შემცირება მოუწევს, ისევე როგორც გერმანულ Porsche-ს, რომელიც ანალოგიური პრობლემის წინაშე დგას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები