პრეზენტაციის მიხედვით, 2013-2019 წლებში პროგრამის ფარგლებში 8 მილიონზე მეტი შემთხვევა იმართა. ხოლო ერთ სულ მოსახლეზე სახელმწიფოს მიერ ჯანდაცვაზე გაწეული ხარჯი 2012 წელს 71 აშშ დოლარიდან 2019 წელს 118 დოლარამდე გაიზარდა.
სამინისტრო ასევე აღნიშნავს, რომ ბოლო პერიოდში შემცირებულია ჯანდაცვაზე მოსახლეობის მიერ გაწეული ხარჯები.
"ჯიბიდან გადახდების კლებამ შეამცირა ავადმყოფობასთან დაკავშირებული გაღარიბების რისკი. 2012 წელი – 73%; 2018 წელი– 52%"-წერია სამინისტროს მიერ მომზადებულ საპრეზენტაციო დოკუმენტში.