მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჯანდაცვის სამინისტრო უწყებაში მიგრაციის სამმართველოს შექმნაზე მსჯელობს

5b967b152b3ae
ელენე ჩომახიძე
10.09.18 18:46
676
ჯანდაცვის სამინისტროს შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელის ელზა ჯგერენაიას განცხადებით, სამინისტროში EUGBC-ის ინიციატივასთან დაკავშირებით, რომელიც უწყებაში მიგრაციის საკითხების დასარეგულირებლად სტრუქტურული ერთეულის შექმნას ითვალისწინებდა, მსჯელობა და კომუნიკაცია ბიზნესთან აქტიურად მიმდინარეობს. ბიზნეს საბჭომ აღნიშნული ინიციატოვა ინვესტორთა საბჭოს ფარგლებში დააყენა, რათა ევროკავშირში ქართველი მოქალაქეების დროებით ლეგალურად დასაქმების საკითხი გააქტიურებულიყო.

ელზა ჯგერენაია BMG-სთან საუბარში განმარტავს, რომ ინვესტორთა საბჭოსთან ამჟამადაც მიმდინარეობს აქტიური კომუნიკაცია და რეკომენდაციების მოსმენა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორი უნდა იყოს აღნიშნული სტრუქტურული ერთეული, რომელიც მიგრაციის საკითხებზე მოახდენს რეაგირებას. მისი თქმით საბჭოს წევრები შრომითი მიგრაციის საზღვრების გაფართოვებისა და კვალიფიციური უცხოური შრომითი ძალის მიღების მზაობას გამოთქვამენ.

„მიმდინარეობს აღნიშნულ საკითხზე მუშაობა და უახლოეს მომავალში იქნება გადაწყვეტილება მიღებული. ეს კომუნიკაცია არ არის მხოლოდ წერილობითი, არამედ ჩვენ ხშირად ვმართავთ შეხვედრებს და ვისმენთ მათ რეკომენტაციებს. დღეს შრომითი მიგრაციის საკითხზე კონტროლს შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტი უწევს.“
ელზა ჯგერენაიას განმარტებით საქართველოს შრომისა და ჯანდაცვის სამინისტრო ამჟამად IOM-ის საპილოტე პროგრამაშია ჩართულია. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში საქართველო ისეთი ქვეყნების პარტნიორია, როგორებიცაა პოლონეთი და ესტონეთი. როგორც ელზა ჯგერენაია ამბობს პოლონეთში უკვე გაიგზავნა და ლეგალურად დასაქმდა 30-მდე ქართველი, კერძოდ ესენი არიან ელექტროშემდუღებლები, საერთაშორისო გადაზიდვების მძღოლები და სხვ. აღნიშნული პიროვნებები 6 თვის განმავლობაში მუშაობდნენ პოლონეთში, მათ ნაწილს კი ადგილობრივმა დამსაქმებლებმა შრომითი კონტრაქტები დამატებით რამდენიმე თვით გაუგრძელეს.

რაც შეეხება ჯანდაცვის სამინისტროში მიგრაციის სამმართველოს შექმნას ელზა ჯგერენაიას თქმით უწყებაში სტრუქტურული ერთეულის შექმნის ინიციატივაზე აქტიურად მიმდინარეობს მსჯელობა და კონსულტაციები საქართველოს მთავრობაშიც.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები