მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჯეფ ბეზოსი Amazon-ის $5 მილიარდის ღირებულების აქციებს ყიდის

ჯეფ ბეზოსი amazon
სტატიაში საუბარია:

მილიარდერი ჯეფ ბეზოსი საკუთარ კომპანიაში წილის შემცირებას და მიმდინარე წლის ბოლომდე დამატებით Amazon-ის 5 მილიარდი დოლარის აქციების გაყიდვას გეგმავს. შესაბამისი განცხადება მარეგულირებელ ორგანოს უკვე გადაეცა და ინვესტორებმაც ამ გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია მიიღეს.

საერთო ჯამში, საუბარია დამატებით 25 მილიონი აქციის გაყიდვაზე, რისი მიზანიც ქონების განაღდებაა. მოგეხსენებათ, ბეზოსი მსოფლიოს რიგით მეორე უმდიდრესი მეწარმეა, რომლის ქონების შეფასება 219 მილიარდ დოლარს შეადგენს, თუმცა ამ თანხის უდიდესი ნაწილი საფონდო ბირჟაზეა ინვესტირებული. შესაბამისად, როდესაც ბეზოსს ქონების განაღდება სურს, ის იძულებულია ვალი აიღოს ან Amazon-ის აქციები გაყიდოს. ამ შემთხვევაში, 60 წლის მეწარმემ სწორედ ეს უკანასკნელი გზა აირჩია.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის განმავლობაში მან უკვე გაყიდა $8.6 მილიარდის აქციები, თუმცა, როგორც ჩანს, ეს თანხა ვერ აღმოჩნდა საკმარისი მისი სურვილების დასაკმაყოფილებლად.

ზუსტად რაში დახარჯავს ბეზოსი ამ თანხას, უცნობია, თუმცა ფაქტია, რომ ის მრავალფეროვანი ინტერესების მქონე პიროვნებაა, რომელიც ერთდროულად ცდილობს კოსმოსის კოლონიზაციას, სამედიცინო ინდუსტრიის განვითარებას და IT-სექტორში რევოლუციას.

ასევე, არ არის გამორიცხული, რომ ექსტრავაგანტურმა მეწარმემ ამ თანხით პლანეტის ყველაზე ძვირად ღირებული იახტა ან თვითმფრინავი შეიძინოს, რადგან მსგავსი გადაწყვეტილება მას აქამდეც არაერთხელ მიუღია.

რაც შეეხება უშუალოდ Amazon-ს, ამ ტექნოლოგიური გიგანტის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 20 ტრილიონ დოლარს შეადგენს და ის მსოფლიოს რიგით მეხუთე უმსხვილესი კომპანიაა.

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღე დღის მთავარი სიახლეები