მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჯეფ ბეზოსის ქონება $160 მილიარდამდე გაიზარდა

5b926e533c86e
ლევან თაღიაშვილი
07.09.18 18:26
1097
მას შემდეგ, რაც Amazon Apple-ის შემდეგ მეორე $1 ტრილიონიანი კომპანია გახდა, მისი დამფუძნებლისა და უმსხვილესი აქციონერის, ჯეფ ბეზოსის ქონება Forbes-ის მიხედვით, $160,7 მილიარდამდე გაიზარდა. აღსანიშნავია, რომ 54 წლის მილიარდერი Amazon-ის მხოლოდ 16%-ს ფლობს. მის განკარგულებაშია ასევე : The Washington Post, Zappos, IMDb და სხვა. ანტრეპრენიორის ქონება 2017 წლის დასაწყისში $72 მილიარდად იყო შეფასებული. 

ჯერ კიდევ 2018 წლის პირველ თვეებში Amazon-ის ღირებულება 580 მილიარდი დოლარი იყო. მას შემდეგ 2018 წლის მეორე მეოთხედში კომპანიის წმინდა მოგებამ 2,5 მილიარდი დოლარი შეადგინა, განსხვავებით 2017 წლის იმავე მონაცემისგან, რომელიც 197 მილიონი დოლარი იყო. 

ექსპერტების თქმით, აღნიშნულ წარმატებაში Apple-სა და Amazon-ს ისიც დაეხმარა, რომ 2018 წელი საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა ტექნოლოგიური ინდუსტრიისათვის. მათივე განცხადებით, ტრილიონი დოლარის ღირებულების მომლოდინეთა რიგში 861 მილიარდი დოლარად შეფასებული Microsoft და 852-მილიარდიანი Alphabet არიან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები