მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ჯიგიტი" შესყიდვების სააგენტოს შავ სიაში მოხვდა

5afd260b57e0f
თამუნა დემეტრაშვილი
17.05.18 10:47
759
კომპანია "ჯიგიტი“ შესყიდვების სააგენტოს შავ სიაში მოხვდა. მიზეზი, ტენდერით აღებული ვალდებულებების შეუსრულებლობა გახდა. 70 ათასი ლარის ღირებულების ტენდერი სატყეო სააგენტომ გამოაცხადა, რომლის ფარგლებშიც ,,ჯიგიტს“ 1175 მ3 მონიშნული მერქნის მოჭრა და დასაწყობება ევალებოდა. კომპანიამ ასევე ვერ შეასრულა მოთხოვნები სატყეო საგენტოს მეორე, 77 ათას ლარიან ტენდერშიც, რომელიც ასევე მონიშნული ხეების მოჭრას ითვალისწინებდა.

"ჯიგიტი“ რეესტრის მონაცემებით 2017 წელს დაარსებული კომპანიაა, რომლის 100%-ანი წილი დავით ლიპარტელიანს ეკუთვნის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები