მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

JIMSHER ევროპულ ბაზარს ითვისებს

5bc0adb052413
მაია ბიწაძე
12.10.18 21:00
879
პირველი ქართული ვისკი JIMSHER ახალ საექსპორტო ბაზრებს ითვისებს. ვისკი წლის ბოლომდე ბალტიის ქვეყნებში გაიგზავნება, პირველ ეტაპზე ის ლატვიაში დიდ სადისტრიბუციო ქსელში შევა, ამის შესახებ Bm.ge-ს "ქართულის" დამფუძნებელმა ჯიმშერ ასკანელმა განუცხადა. მისივე განმარტებით, მოლაპარაკებებს აწარმოებენ ამერიკაში ექსპორტის დაწყების მიზნითაც. პროდუქტი უკვე იყიდება ჰოლანდიაში, უკრაინაში, ჩინეთში, ტაივანში, პოლონეთში და ყაზახეთში. გასულ წელს კომპანიამ 30 ათასი ბოთლი ვისკი გაყიდა, წელს რეალიზაციის გაათმაგებას გეგმავენ და წარმოებას 300 ათას ბოთლამდე გაზრდიან.

კომპანია "ქართული"  სამი სახეობის ვისკის აწარმოებს : ,,Saperavi Casks “ , ,,tsinandali Casks” და ,, Georgian Brandy Casks”, რომელთა გასაყიდი ფასიც ადგილობრივ ბაზარზე 40-დან 45 ლარამდეა. ვისკის ფასი სამომავლოდ, მისი დაძველების ასაკის ზრდასთან ერთად მოიმატებს.

ძალიან მალე, კომპანია ვისკის ახალ საწარმოს აამუშავებს, რომელიც თბილისთან ახლოს, ლილოს მიმდებარე ტერიტორიაზე შენდება. საწარმოში პირველ ეტაპზე 5 მილიონი ლარის ინვესტიციას დებენ, რაც საბოლოო ჯამში 30 მილიონ ლარამდე გაიზრდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები