მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ჯობია იყო პირველი სოფელში, ვიდრე მეორე - ქალაქში"

5bbc4d41569cc
ელენე ჩომახიძე
09.10.18 10:38
3592
ოლეგ ოსინოვსკი თბილისში მშენებლობით დაინტერესებული არ არის. ბიზნესმენის აზრით თბილისი განვითარების იმ გზით წავა, რა გზითაც მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანა ვითარდება, ანუ ყველაზე პრესტიჟული და სასურველი ცხოვრება ქალაქგარეთ იქნება, შესაბამისად ბიზნესმენის აზრით დედაქალაქი სულ მალე უძრავი ქონების შეძენის თვალსაზრისით საინტერესო აღარ იქნება.

„ლოგიკურია და უმჯობესია იყო პირველი სოფელში, ვიდრე მეორე - ქალაქში. თბილისში როგორ უნდა მოახერხო და თავი დაიმკვიდრო როგორც ინვესტორმა, როდესაც ქალაქში მშენებლობის ბუმია? ფაქტია, რომ მომავალი არის ქალაქგარეთ და არა დედაქალაქში, შესაბამისად გამოდის, რომ ჩვენ დროს გავუსწარით. ჩვენ ვამკვიდრებთ ცხოვრების ახალ სტილს და ამ სტილს აუცილებლად აუწყობენ ფეხს ადამიანები, აქ მხოლოდ დროის საკითხია, მოხდება ეს ერთ თვეში თუ ერთ წელიწადში.“

ესტონელი ბიზნესმენი გარდაბნის მუნიციპალიტეტში გოლფის მოედანსა და ასობით ჰექტარ მიწას ფლობს, სადაც სულ მალე პრემიუმ კლასის ვილები აშენდება. კითხვაზე რატომ აირჩია ინვესტორმა გარდაბანი, ოლეგ ოსინოვსკი განმარტავს, რომ გარდა ეკოლოგიური უპირატესობებისა, მნიშნელოვანი ასპექტი იყო დაბალი გადასახადები და ის, რომ გარდაბნის საინვესტიციო პოტენციალი აუთვისებელი იყო.

„თუ თქვენ ხართ მაღალი გადასახადების გადამხდელი და მიხვალთ გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიაში, შეგიძლიათ მათ ნებისმიერი რამ სთხოვოთ, რადგან ისინი აცნობიერებენ, რომ თქვენი ფულით ცხოვრობენ და მნიშვნელოვანი ხართ მათთვის, ხოლო თუ ასეთივე თხოვნით მიმართავთ თბილისის მერს, ცხადია როგორც მიხვალთ ისე წამოხვალთ უკან. სწორედ ამიტომ არის, რომ ადამიანებს ურჩევნიათ იცხოვრონ პატარა ქალაქებში, სადაც იციან, რომ მათი გადასახადები მათივე ცხოვრების ხარისხს აუმჯობესებს“ - აცხადებს ოლეგ ოსინოვსკი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები