ამერიკულმა ფარმაკოლოგიურმა გიგანტმა, Johnson & Johnson-მა 14 მილიარდ 600 მილიონ დოლარად ბიოტექნოლოგიური სტარტაპის, Intra-Cellular-ის შესყიდვის გადაწყვეტილება მიიღო.
უნდა აღინიშნოს, რომ გარიგება 39%-იან პრემიუმს წარმოადგენს, რაც იმას ნიშნავს, რომ Intra-Cellular-ის ინვესტორები სწორედ ამ მოცულობის მოგებას მიიღებენ. უშუალოდ სტარტაპს რაც შეეხება, ის ცენტრალური ნერვული სისტემის სამკურნალო პრეპარატებზე მუშაობს, რაც ბოლო პერიოდის განმავლობაში განსაკუთრებით პერსპექტიულ მიმართულებად იქცა.
როგორც J&J-ის ხელმძღვანელობა აცხადებს, ფარმაკოლოგიურ გიგანტს პორტფელის გაფართოება სურს, რის გამოც სტარტაპის შესყიდვა კომპანიის განვითარებისთვის საუკეთესო გზას წარმოადგენს.
ამ ეტაპისთვის, Johnson & Johnson-ის კაპიტალიზაცია 342 მილიარდ დოლარს შეადგენს და ის ფარმაკოლოგიური კომპანიების რეიტინგში მე-3 ადგილს იკავებს.