BBC-ის ინფორმაციით , ნაფიც მსაჯულთა გადაწყვეტილებით johnson and Johnson-მა სასამართლო დავა წააგო იმ 22 ქალთან, რომლებმაც კომპანიას უჩივლეს. მათი განცხადებით, კომპანიის პროდუქცია კიბოს განვითარებას უწყობს ხელს.
კომპანია 22 ქალს და მათ ოჯახებს კომპენსაციის სახით 4,17 მილიარდ დოლარს გადაუხდის.
"Johnson & Johnson განაჩენით იმედგაცრუებულია, ვფიქრობთ შედეგი უსამართლოა, სასამართლო პროცესის დროს კი ბევრი შეცდომა დაფიქსირდა. ჩვენი პროდუქტი არ შეიცავს არანაირ კიბოს გამომწვევ ნივთიერებებს.”- აცხადებენ კომპანიაში.
ქალებმა და მათ ოჯახებმა რამდენიმე წლის წინ განაცხადეს, რომ საბავშვო პუდრი და სხვა კოსმეტიკური საშუალებები კიბოს გამომწვევი იყო, მათი განცხადებით კომპანიები ინფორმირებული იყვნენ მათ პროდუქციაში საზიანო ნივთიერებების შემცველობის შესახებ, მაგრამ მომხმარებლებს რისკების შესახებ არ აფრთხილებდნენ.
ამერიკის შეერთებული შტატების კვებისა და მედიკამენტების კონტროლის ადმინისტრაციამ შეისწავლა სხვადასხვა მსგავსი შემთხვევები, 2009 და 2010 წლებში კი განიხილა ჯონსონის საბავშვო პუდრის საზიანოობის საკითხი, თუმცა მასში კიბოს გამომწვევი ნივთიერებების შემცველობა ვერ აღმოაჩინეს.