მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კანაფის წარმოება-გადამუშავების ლიცენზია 25 000 ლარი ეღირება

5b9cc85bae158
თამუნა დემეტრაშვილი
15.09.18 13:20
1649
კანაფის ლეგალურად წარმოება-გადამუშავების ლიცენზია 25 ათასი ლარი ეღირება. ცვლილება ,,სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ კანონში შედის, რომელიც ,,კანაფის კონტროლის შესახებ“ კანონპროექტთან ერთად, საკანონმდებლო ორგანოში შევიდა. პროექტი ლიცენზიის რამდენიმე სახეობას ითვალისწინებს, მათ შორისაა, სამედიცინო მიზნით კანაფის დათესვა, მოყვანა, კულტივირების ლიცენზია, სამრეწველო მიზნით მოყვანის ლიცენზია, სამრეწველო და სამედიცინო მიზნით კანაფის გადამუშავების ლიცენზია, დამზადებული პროდუქციის გადაზიდვის ლიცენზია, ასევე კანაფის შემცველი კოსმეტიკური პროდუქციისა და ფარმაცევტული პროდუქციის წარმოების ლიცენზია. ცალკე ლიცენზირებას ექვემდებარება ასევე, სამრეწველო და სამედიცინო მიზნით გადამუშავებული პროდუქციის ექპორტის ლიცენზია და ლიზენზია კანაფის თესლის და ნერგების იმპორტზე. 10-ვე სახის ლიცენზიის ღირებულება კანონპროექტის მიხედვით 25 ათასი ლარია. დამტკიცების შემთხვევასი კანონპროექტი ძალაში 2019 წლის 1 იანვარს შევა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები