მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კარფური და Tesco სტრატეგიულ ალიანსს ქმნიან

5b3a24a740a4a
BM.GE
02.07.18 17:07
1228
კომპანია Tesco-ს წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ფრანგულ კომპანია კარფურთან სტრატეგიული ალიანსი შექმნება.

CNN-ის ინფორმაციით, კომპანიები გეგმავენ დადონ 3 წლიანი შეთანხმება, რომლის ფარგლებშიც დიდი ბრიტანეთის უდიდესი სავაჭრო მარკეტი Tesco და ევროპის უდიდესი საცალო მოვაჭრე Carrefour ერთობლივად შეიძენენ პროდუქციას.

ბრენდების წარმომადგენლების განცხადებით, სიახლე მიზნად ისახავს პროდუქციის და სერვისის ხარისხის ზრდას, არჩევანის გაუმჯობესებასა და ფასების კლებას.
‘ერთად მუშაობის ფარგლებში გვექნება შესაძლებლობა მომხმარებლებისთვის შევქმნათ უკეთესი სერვისი, გავზარდოთ პროდუქციის ასორტიმენტი და ხარისხი’, - განაცხადა Tesco-ს აღმასრულებელმა დირექტორმა დევიდ ლევისმა.

გარდა ამისა TESCO-ს წარმომადგენლები პროდუქციის შეძენისას დაახლოებით 500 მილიონამდე ევროს ოდენობის დანაზოგს ელოდებიან, რაც მათი ვარაუდით გასაყიდ ფასს 10%-მდე შეამცირებს.

"თეორიულად მსხვილ სუპერმარკეტებს შეუძლიათ მიაწოდონ მომხმარებლებს პროდუქცია უფრო დაბალ ფასად, გაზარდონ გაყიდვები, თუმცა არსებობს რეალური რისკი იმისა, რომ ამ ნაბიჯით ფასები კონტროლიდან გამოვა", - აცხადებს broker Hargreaves Lansdown ანალიტიკოსი ლეის ხალაფი.

Tesco სამომავლოდ სხვა აქტივობებსაც გეგმავს, კომპანიამ ცოტა ხნის წინ შეიძინა ბრენდი wholesaler Booker და განაცხადა, რომ მსგავსი ტიპის მოლაპარაკებები Walmart-თანაც მიმდინარეობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები