მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კახეთში კოოპერატივებს ყურძნის გადამამუშავებელი აღჭურვილობა გადაეცემათ

5afedfe08d1c6
თამუნა დემეტრაშვილი
18.05.18 18:13
811
კახეთის რეგიონში არსებულ კოოპერატივებს ყურძნის გადამამუშავებელი აღჭურვილობა გადაეცემათ. პროექტს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტო ახორციელებს. უწყებამ მოწყობილობების შესყიდვაზე ტენდერი გამოაცხადა, რაშიც 1,7 მილიონი ლარის დახარჯვაა გათვალისწინებული. ტენდერის ფარგლებში სახელმწიფო სხვადასხვა მოცულობის ღვინის შესანახ 30 ცისტერნას, 5 ერთეულ სამაცივრე სისტემას და 30 ერთეულ ფერმენტატორს შეიძენს. როგორც bm.ge-ს კოოპერატივების სააგენტოში განუცხადეს, პროექტის მიხედვით აღჭურვილობა, იმ კოოპერატივებს გადაეცემათ, რომლებიც არანაკლებ 20 მეპაიეს აერთიანებს და ფლობენ არანაკლებ 20 ჰექტარ ვენახს, ამასთან კოოპერატივებს უნდა გააჩნდეთ შენობა-ნაგებობაც, სადაც გადამამუშავებელ მოწყობილობებს განათავსებენ. როგორც კოოპერატივების სააგენტოში აცხადებენ, უკვე დასრულებულია მსურველების რეგისტრაცია და მათგან შეირჩევა ის კოოპერატივები, რომლებიც პროგრამის კრიტერიუმებს დააკმაყოფილებენ.

აღსანიშნავია, რომ 3 საპილოტე პროექტი სააგენტომ შარშან განახორციელა, 2 ყვარლის, 1 კი თელავის რაიონში, რაშიც 1 მილიონ ლარამდეა დახარჯული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები