საქართველოში ბოლო პერიოდში განმავლობაში დაფიქსირებულმა უხვმა ნალექმა კენკროვანი კულტურები სერიოზულად დააზიანა, - ამის შესახებ BM.GE-სთან საუბარში ფერმერი იზოლდა ქიტესაშვილი საუბრობს და დასძენს, რომ მოსავლის დაზიანება, პროდუქციის ღირებულებაზეც აისახება.
„[ბაღების] მინიმუმ 40% არის დაზიანებული. უხვნალექიანობა კენკროვან ბაღებს ძალიან აზიანებს. პროდუქტი აღარ არის მაღალი ხარისხის, რაც ფასზეც საგრძნობლად მოქმედებს - მოსალოდნელია ფასების კლება“, - ამბობს ქიტესაშვილი.
მისი თქმით, საადრეო ჯიშის მოსავალი უკვე დასრულებულია, თუმცა აგვისტოს შუა რიცხვებში ელიან მეორე მოსავალს: „ეს არის ამერიკული ჯიში — საკმაოდ უხვმოსავლიანია, მაგრამ მაინც რეაგირებს ხშირ წვიმებზე“,- თქვა მან.