მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კირნათი ჰესი სრული სიმძლავრით ოპერირებას შემოდგომიდან დაიწყებს

5b81193e1d7a5
BM.GE
25.08.18 18:00
3506
თურქულმა კომპანიამ „აჭარ ენერჯი-2007“ დაასრულა ბუნებრივ მოდინებაზე მომუშავე კირნათი ჰესის მშენებლობა, რომლის დადგმული სიმძლავრე 51.3 მგვტია, ხოლო საპროგნოზო გენერაცია - 226 გვტ.სთ. ამჟამად ჰესი ტესტირების რეჟიმშია და სრული სიმძლავრით ოპერირებას, სავარაუდოდ, სექტემბრის ბოლოს დაიწყებს. გარდა კირნათი ჰესისა, „აჭარ ენერჯი- 2007“ აგრეთვე ფლობს 47.6 მგვტ.-იან ხელვაჩაურ ჰესს, რომელიც უკვე ერთი წელია წარმატებით ფუნქციონირებს. 2018 წელს ექსპლუატაციაში შევიდა კიდევ სამი მცირე სადგური: კასლეთი (9 მგვტ), ხეორჰესი (1,3 მგვტ) და შილდა 1 ჰესი (1,2 მგვტ). ზემოაღნიშნული კირნათი ჰესის ჩათვლით, აშენებული სადგურების ჯამური სიმძლავრე 63მგვტ-ს შეადგენს. 2018 წლის ივლისის მდგომარეობით, საქართველოში 80 მოქმედი ჰესია, აქედან 57 მცირე ზომის ელექტროსადგურია (13 მგვტ-ზე ნაკლები დადგმული სიმძლავრით), რაც ქვეყნის ჯამური დადგმური სიმძლავრის 4.6%-ია (190.1 მგვტ).

G&T

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები